ძირითადი მოვალეობები
- AC/DC სისტემების შემოწმება და გაუმართაობის მიზეზების დადგენა;
- ინვერტორების, PV სტრინგების, კაბელებისა და დამცავი მოწყობილობების დიაგნოსტიკა;
- იზოლაციის, დამიწებისა და PE უწყვეტობის გაზომვა;
- დამიწების, მეხდაცვისა და გადაძაბვისგან დაცვის სისტემების შეფასება და განვითარება;
- ელექტრული პროექტების განხილვა, მოწყობილობების შერჩევა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
- წინასაგაშვებო გამოცდებში, ექსპლუატაციაში გაშვებასა და მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა;
- შემოწმების გეგმებისა და ტექნიკური ოქმების მომზადება.
მოთხოვნები
- შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- ელექტროდანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამფაზა 0.4 კვ სისტემებისა და PV-ის DC წრედების ცოდნა;
- ელექტროუსაფრთხოების მოქმედი არანაკლებ III ჯგუფი;
- ელექტრული სქემების წაკითხვისა და საზომი ხელსაწყოების უსაფრთხოდ გამოყენების უნარი;
- რეგიონებში პერიოდული ვიზიტების შესაძლებლობა.
უპირატესობაა
მზის ელექტროსადგურებსა და სამრეწველო ინვერტორებთან მუშაობა, IV/V ჯგუფი, საშუალო ძაბვის სისტემების, თერმოგრაფიის, ელექტროენერგიის ხარისხის კვლევის ან AutoCAD-ის ცოდნა და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
კომპანია უზრუნველყოფს საჭირო საზომ ხელსაწყოებს, სამუშაო რესურსებსა და რეგიონული ვიზიტების ხარჯებს.
განაცხადი
გაგზავნეთ განაცხადი გამოგვიგზავნეთ CV და შესაბამისი გამოცდილების მოკლე აღწერა.
წერილის თემა: „ელექტროინჟინერი — სახელი და გვარი“
