ძირითადი მოვალეობები
- დაზიანებული პლატების შემოწმება და დეფექტის პირველმიზეზის დადგენა;
- კვების, მართვის, gate-driver-ის, DC-link-ის, IGBT/MOSFET-ისა და გაგრილების მართვის კვანძების დიაგნოსტიკა;
- დაზიანებული კომპონენტების გამოცვლა და SMD/THT ელემენტების ხარისხიანი შედუღება;
- შეკეთებული პლატის უსაფრთხო ლაბორატორიული გამოცდა;
- აღმოჩენილი დეფექტების, შესრულებული სამუშაოებისა და საჭირო ნაწილების მოკლე დოკუმენტირება.
მოთხოვნები
- ელექტრონული პლატების კომპონენტურ დონეზე შეკეთების პრაქტიკული გამოცდილება;
- ელექტრული სქემების წაკითხვისა და დეფექტის სისტემურად ძიების უნარი;
- ოსცილოსკოპის, მულტიმეტრის, LCR-მეტრისა და ლაბორატორიული კვების წყაროს გამოყენება;
- ძალოვან ელექტრონიკასთან უსაფრთხოდ მუშაობის წესების ცოდნა;
- შესრულებული სამუშაოს მაგალითების ან რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა.
უპირატესობაა
მზის ინვერტორების, UPS-ების, სიხშირული გარდამქმნელების, სამრეწველო კვების ბლოკების ან სხვა მაღალი სიმძლავრის ელექტრონიკის შეკეთების გამოცდილება.
კომპანია უზრუნველყოფს ტექნიკურ ინფორმაციას და საჭიროების მიხედვით სათადარიგო ნაწილების მოძიებას.
განაცხადი
გაგზავნეთ განაცხადი გამოგვიგზავნეთ CV ან გამოცდილების მოკლე აღწერა და შესრულებული სამუშაოების მაგალითები.
წერილის თემა: „პლატების სპეციალისტი — სახელი და გვარი“
